„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიასთან მატჩის წინ კაპიტნის ვარჯიში გამართეს [ფოტო]
„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიასთან მატჩის წინ კაპიტნის ვარჯიში გამართეს [ფოტო]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეოთხე ტურში გერმანიის ნაკრებთან შეხვედრისთვის ქუთაისში ემზადება.

გუნდმა დღეს კაპიტნის ვარჯიში „აია არენაზე“ გამართა. შარშან ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში გამოცდილი დავით კაჭარავა დაბრუნდა. შუამარბი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ გააკეთა.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ ყველა თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ახლა მსოფლიო თასისთვის ვემზადებით. ქუთაისი ტრადიციული სარაგბო ქალაქია და კარგია, რომ საქართველოს ნაკრები შეხვედრას “აია არენაზე” გამართავს. ჩვენთვის გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა შარიქაძემ.

გერმანიასთან დაპირისპირება ხვალ, 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – უკანა ხაზი: ლაშა ხმალაძე, მირიან მოდებაძე, მერაბ შარიქაძე (კაპ), ლაშა მალაღურაძე, სოსო მათიაშვილი, თედო აბჟანდაძე, გელა აფრასიძე.

შერკინება: ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე, ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე.

მარქაფა: სანდრო თოდუა, დავით კაჭარავა, ვასილ ლობჟანიძე, ვანო კარკაძე, გიორგი მელიქიძე, ლევან ჩილაჩავა, დავით გიგაური, ნოდარ ჭეიშვილი.