ბორჯღალოსნებმა ბელგია დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 78:6
ბორჯღალოსნებმა ბელგია დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 78:6

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში, „აია არენაზე“ ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრებს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 78:6.

ბრწყინვალედ ითამაშა ჩვენი ნაკრების ახალწვეულმა აკაკი ტაბუცაძემ და ოთხი ლელოს ავტორი გახდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის წინ, გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

შერკინება: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3), ლაშა ტაბიძე (ბორდო,3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).
ხაზი: გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), თამაზ მჭედლიძე (რუანი, 11, 12, 13, 14), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

შეგახსენებთ, რომ პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი დაამარცხა ბონუსით – 41:13, შემდეგ კი მადრიდში ესპანეთს მოუგო – 23:10.