„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ტონგას წინააღგმდეგ
„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ტონგას წინააღგმდეგ

მილტონ ჰეიგმა „წყნარი ოკეანის თასის“ პირველი მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. დაპირისპირება 9 ივნისს, თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა „ფრანგ ბარბაროსებთან“ დაპირისპირების შემდეგ საგრძნობლად შეცვლილია. გუნდში, მცირე ტრავმის გამო, აღარ არის გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ფრანგებთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეორედან მესამე ხაზში გადაინაცვლა ოთია გიორგაძემ. შეცვლილია ორივე ბურჯი – ტონგელთა წინააღგმდეგ ძირითადში კახა ასიეშვილი და ლევან ჩილაჩავა ითამაშებენ. შიდა შუამარბის პოზიციაზე გიორგი კვესელაძე დაიწყებს, რომელსაც დავით კაჭარავა შეუწყვილდება. ნაკრებში დაბრუნების შემდეგ შემადგენლობაში არ არის თამაზ მჭედლიძე. ფრთებზე თოდუა და სიჭინავა ითამაშებენ, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე კი სოსო მათიაშვილი გაირჯება.

ტონგასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება –

შერკინება: 1. ასიეშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. ჩილაჩავა, 4. ნემსაძე (კ), 5. ჭეიშვილი, 6. სუთიაშვილი, 7. გიორგაძე, 8. გაჩეჩილაძე

უკანა ხაზი: 9. ლობჟანიძე, 10. ხმალაძე, 11. თოდუა, 12. კვესელაძე, 13. კაჭარავა, 14. სიჭინავა, 15. მათიაშვილი

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. თეთრაშვილი, 18. მირცხულავა, 19. მიქაუტაძე, 20. შუბითიძე, 21. ბეგაძე, 22. მალაღურაძე, 23. კვირიკაშვილი