ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი ახალი სპეციალისტი შეემატა
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი ახალი სპეციალისტი შეემატა

ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი დაემატება და ისინი გუნდში „შემოდგომის ერთა თასის“ დასრულებამდე დარჩებიან, – იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდი.

ახალი მწვრთნელები იქნებიან: ფრანგი შერკინების მწვრთნელი, საფრანგეთის ნაკრები ყოფილი კვაჭი და შერკინების მწვრთნელი 2019 წლის მსოფლიო თასზე სებასტიან ბრუნო, რომელსაც „ბეზიეში“, „პოში“, „სეილ შარქსსა“ და „ტულონში“ უთამაშია;

„ლონდონ აირიშის“, „ალსთერის“ და ირლანდიის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ასევე „ალსთერისა“ და „გლოსთერის“ ყოფილი მწვრთნელი დევიდ ჰემფრიზი.;

შეტევისა და ხაზის მწვრთნელი ნილ დოკი იქნება, რომელსაც „ალსთერში“, „მზარდ ირლანდიაში“ და „ვუსთერ უორიორზში“ უმუშავია.

ხალი სპეციალისტების მოწვევით კმაყოფილია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„მაღალი დონის სპეციალისტებით გაძლიერებას „რვა ერის“ დაანონსებამდეც ვგეგმავდით და სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდით. საფრანგეთში შემოგვიერთდება სამი მათგანი – შერკინების მწვრთნელი სებასტიან ბრუნო, რომელიც „ტულონში“ ქართველებთან ერთად იყო და კარგად ახასიათებენ. თავიდანვე ვიცოდით, რომ შერკინების მწვრთნელი ფრანგი უნდა ყოფილიყო, რადგან ფრანგები ბიჭებთან უფრო თავსებადობაში არიან, ვიდრე ბრიტანელებთან. ბრუნო შერკინებაში გიორგი ჩხაიძესთან ერთად იმუშავებს“.

მოგვიანებით, უკვე უშუალოდ „შემოდგომის ერთა თასისთვის“ ბორჯღალოსნებს მეოთხე მწვრთნელი, მათთვის კარგად ნაცნობი კელვინ მორისი შეუერთდება.