ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა #1TVSPORT
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა, –  ინფორმაციას myrugby.ge საქართველოს რაგბის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ „ბორჯღალოსნების“ თავკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

მაისაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის 19-ის გავრცელების გამო გაუქმდა. ბორჯღალოსნების მწვრთნელი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობს.

დატოვე კომენტარი