„ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა იტალიასთან მატჩისთვის
„ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა იტალიასთან მატჩისთვის

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, იტალიასთან მატჩისთვის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

28 კაცში 16 მორკინალი და 12 უკანახაზელია.

შერკინება – მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, დავით ქუბრიაშვილი, ბექა გიგაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ლომიძე, შალვა სუთიაშვილი, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე, ბექა ბიწაძე

უკანახაზი – ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი კოშაძე, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, სოსო მათიაშვილი

გუნდში სამი დებიუტანტია – ბურჯები ბექა გიგაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი და მგეზავი თედო აბჟანდაძე.

საქართველოსა და იტალიის დაპირისპირება 10 ნოემბერს, ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.