„ბორჯღალოსნების“ 32 კაციანი რაზმი ოკეანეთის ტურნესთვის
„ბორჯღალოსნების“ 32 კაციანი რაზმი ოკეანეთის ტურნესთვის

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ფრანგ ბარბაროსებთან“ მატჩის შემდეგ ფიჯიზე გაემგზავრნენ.

„ბორჯღალოსნები“ ტონგასთან, ფიჯისთან და სამოასთან  ერთად განახლებულ „წყნარი ოკეანის თასზე“ იასპარეზებენ. ტურნირზე საქართველოს მეტოქეები ტონგას და ფიჯის ნაკრები გუნდები იქნებიან.

პირველი შეხვედრა ტონგელების წინააღგმდეგ  9 ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება. მეორე მატჩში კი 16 ივნისს, 19:30 საათზე ქართველი მორაგბეები მასპინძელ ფიჯის დაუპირისპირდებიან.

 

 

ტურნირის დასრულებისთანავე „ბორჯღალოსნები“ იაპონიაში გაფრინდებიან და 23 ივნისს, 21:45 საათზე იაპონიას შეხვდებიან. დაპირისპირება „ტოიტა სთედიუმზე“ გაიმართება, სადაც 2019 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები უელსს შეხვდება.

„ბორჯღალოსნების“ რაზმი ასე გამოიყურება –

შერკინება: მამუკაშვილი, ჭყოიძე, ბრეგვაძე, თეთრაშვილი, ასიეშვილი, ჟვანია, ჩილაჩავა, მელიქიძე, მირცხულავა, ნემსაძე, ჭეიშვილი, მიქაუტაძე, შენგელია, სუთიაშვილი, გიორგაძე, კოლელიშვილი, გაჩეჩილაზე, ცუცქირიძე

უკანა ხაზი: ლობჟანიძე, ბეგაძე, ხუციშვილი, ხმალაძე, ჯინჭველაშვილი, კაჭარავა, მჭედლიძე, კვესელაძე, მალაღურაძე, სიჭინავა, თოდუა, მათიაშვილი, წიკლაური, კვირიკაშვილი.

გუნდს ტურნეზე მიყვება მერაბ შარიქაძე, რომელიც ნოემბრამდე ვერ ითამაშებს, თუმცა როგორც გუნდის კაპიტანი ის „ბორჯღალოსნებთან“ ერთად იქნება.