ბორჯღალოსნები შემოდგომის ერთა თასზე ინგლისის ნაკრებთან დამარცხდნენ (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე პირველი მატჩი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 0:40 დამარცხდა.

ედი ჯონსის გუნდმა საერთო ჯამში ბორჯღალოსნებს 6 ლელო გაუტანა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, სადაც ინგლისელებმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ქართველები დაცვაში კარგად თამაშობდნენ ჯეკ უილისმა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ნაკრების შემადგენლობაში 14-ე წუთზე პირველი ლელო დადო. შემდგომ კი ჯეიმი ჯორჯმა – სამი, ხოლო რობსონმა და დეილიმ თითო-თითო ლელო გაიფორმეს. ოუენ ფარელმა 6-დან 5 გარდასახვა შეასრულა.

ინგლისის ნაკრებმა ტურნირზე პირველი 5 ქულა ჩაიწერა და შემდგომ თამაშს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ბორჯღალოსნები კი 21 ნოემბერს უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.