ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩისთვის ემზადებიან (ფოტო)
ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩისთვის ემზადებიან (ფოტო)

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგი მატჩისთვის ემზადება. 3 ოქტომბერს ბორჯღალოსნები ფიჯის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან და ჩემპიონატზე მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. ქართველმა მორაგბეებმა ვარჯიში ქალაქ ოსაკაში გამართეს.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი დაიწყება 3 ოქტომბერს 09:05 საათზე, თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძლებელია საქართველოს პირველ არხზე და შემდეგ ბმულზე: 

Live

შეგახსენებთ, რომ ჩვენს გუნდს ამჟამად ერთი წაგება (უელსი) და ერთი მოგება (ურუგვაი) აქვს და D ჯგუფში მესამე ადგილს ფლობს. მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გადიან, ხოლო მესამეზე გასული ნაკრები მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიბევებს ადგილს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.