ბორჯღალოსნები არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებენ
ბორჯღალოსნები არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებენ

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 17 იანვარს ბოჯღალოსნები არგენტინას დაუპირიდპირდებიან.

აღნიშული მატჩის შესახებ უცხოურ მედიასთან კომენტარი არგენტინის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანმა გილიერმო ვოლპონიმ გააკეთა. როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრებთან თამაში არგენტინული მხარის ინიციატივა იყო და შემოთავაზება საქართველოს რაგბის კავშირმა სწორედ მათგან მიიღო. რადგან აღნიშნული პერიოდი მსოფლიო რაგბის მიერ გამოყოფილი ტესტ მატჩების ფანჯარა არ გახლავთ, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები არგენტინაში „ა“ ნაკრების შემადგნელობით წარსდგება.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, ბორჯღალოსნების წინააღმდეგ არგენტინის რომელი ნაკრები -„იაგუარები” (Jaguares) თუ არგენტინა XV ითამაშებს. უკვე ცნობილია, რომ მატჩი მარ-დელ-პლატაში, „ესტადიო ხოსე მარია მინელიაზე“ შედგება