ბორის პისტორიუსი - ტრამპის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ნებისმიერი ნაბიჯი ნატო-სთვის უპრეცედენტო ვითარება იქნება, ჩვენ ვემზადებით და განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ნებისმიერი ნაბიჯი ნატო-სთვის უპრეცედენტო ვითარება იქნება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბერლინში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ალტერნატიული ვარიანტები განიხილება.
„სულ მცირე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის, რომ ეს იქნებოდა რეალური უპრეცედენტო ვითარება ნატო-ს ისტორიაში და მსოფლიოს ნებისმიერი თავდაცვითი ალიანსის ისტორიაში. ამიტომ ჩვენ ვემზადებით და განვიხილავთ ალტერნატივებსა და სხვადასხვა ვარიანტს, მაგრამ საჯაროდ არაფერს ვამბობთ“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.