ბორის პისტორიუსი - ნატო-ს წევრი ქვეყნები, შესაძლოა, მზად იყვნენ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე უკრაინისთვის გარკვეული დაბრკოლებების შესამსუბუქებლად
ბორის პისტორიუსი - ნატო-ს წევრი ქვეყნები, შესაძლოა, მზად იყვნენ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე უკრაინისთვის გარკვეული დაბრკოლებების შესამსუბუქებლად

ნატო-ს წევრი ქვეყნები, შესაძლოა, მზად იყვნენ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე უკრაინისთვის გარკვეული დაბრკოლებების შესამსუბუქებლად, – როგორც „გარდიანი“ წერს, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

ბორის პისტორიუსს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის მზაობაზე, ნება დართოს კიევს, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების ფორმალურ პროცედურებზე, რომლებსაც აქამდე სხვა ქვეყნებისგან ითხოვდნენ.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, არსებობს მზარდი ნიშნები, რომ ამაზე შეთანხმებას ყველა შეძლებს.

„მე ვიქნები ღია ამისთვის“, – განაცხადა პისტორიუსმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად.