ბორის პისტორიუსი – მოსკოვში მიწვევაზე უარის თქმა არასწორი სიგნალი იქნებოდა, საუბარი აუცილებელია, შედეგის მიღწევა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც დიალოგს მართავს

21:02, 20.11.2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა არ უნდა გამორიცხოს.

მისი თქმით, მოსკოვისგან მოწვევაზე უარის თქმა არასწორი სიგნალი იქნება, თუმცა მოლაპარაკებები შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და მათი მიზანი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა გახდეს.

„მოსკოვში მიწვევაზე უარის თქმა აბსოლუტურად არასწორი სიგნალი იქნებოდა. საუბარი აუცილებელია, საბოლოო ჯამში, შედეგის მიღწევა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც დიალოგს მართავს“, – განაცხადა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, დაუშვებელია, მოლაპარაკებები გაჭიანურდეს და მხოლოდ ფორმალურ პროცესად იქცეს, მაშინ როდესაც უკრაინაში ადამიანები კვლავ იღუპებიან.

პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პარალელურად ბრძოლა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ცეცხლის შეწყვეტა პროცესის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს.

მსგავსი