ბორის პისტორიუსი - გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერების მონაწილემ გამოიყენა დაუცველი არხი, დაწყებულია დისციპლინური სამართალწარმოება
ბორის პისტორიუსი - გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერების მონაწილემ გამოიყენა დაუცველი არხი, დაწყებულია დისციპლინური სამართალწარმოება

გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერების მონაწილემ დაუცველ ხაზზე ისაუბრა, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც რეკავდა სინგაპურიდან, გამოიყენა ღია, დაუცველი არხი.

„ჩვენი საკომუნიკაციო სისტემები არ დაზიანებულა. ზარის ჩანაწერის გამჟღავნების მიზეზი იყო ერთი ადამიანის ოპერაციული შეცდომა“, – განაცხადა პისტორიუსმა.

პისტორიუსმა აღნიშნა, რომ საუბარში მონაწილე პირების მიმართ დაწყებულია დისციპლინური სამართალწარმოება.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს ინფორმაციულ ომს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიაში განხეთქილებას. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში.

შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა 38-წუთიანი ჩანაწერი, რომელშიც გერმანელი ოფიცრები განიხილავდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და კიევის მიერ ყირიმის ხიდზე პოტენციურ დარტყმას.