ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა წარმოადგენს განზრახ პროვოკაციას არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელი ნატო-ს წინააღმდეგ
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა არის განზრახ პროვოკაცია არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელი ნატო-ს წინააღმდეგ.
„საჰაერო სივრცის მრავლობითი დარღვევები, განსაკუთრებით კი რუსული დრონების მიერ, მიუღებელია და წარმოადგენს განზრახ პროვოკაციას არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ, ეს ნათლად უნდა იყოს ხაზგასმული, ეს არის პროვოკაცია მთლიანად ნატო-სა და ჩვენი ევროპული უსაფრთხოების წესრიგის წინააღმდეგ“, – განაცხადა პისტორიუსმა.
ამასთან, ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო თავდასხმა სამხედრო თვალსაზრისით და რამდენადაც მისთვის ცნობილია, მიზანი არ ყოფილა რამის განადგურება.
„ეს იყო პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე მიმართული თავდასხმა, თუმცა ეს არ იყო თავდასხმა სამხედრო თვალსაზრისით რამის გასანადგურებლად ან ვინმეს მოსაკლავად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ასე რომ, ეს არ იყო განზრახ თავდასხმა, არამედ საერთაშორისო სამართლისა და პოლონეთის სუვერენიტეტის განზრახ დარღვევა“, – განაცხადა პისტორიუსმა.