ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსეთთან დიზელის საწვავის შესახებ გარიგება დონალდ ტრამპის სასოწარკვეთილებას აჩვენებს და შიდა პოლიტიკური ზეწოლის შედეგია

20:02, 13.10.2026

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რუსეთის მიმართ ბოლოდროინდელი შემობრუნება ინტენსიური შიდა პოლიტიკური ზეწოლის შედეგია და მოსკოვთან დიზელის საწვავის გარიგება ტრამპის სასოწარკვეთილებას აჩვენებს.

როგორც პისტორიუსმა ბერლინში, დამსაქმებელთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ტრამპი შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ყველაიანირი საშუალებით ცდილობს.

„ისტორია აჩვენებს, რომ ლიდერები როდესაც შიდა ზეწოლის ქვეშ არიან, გამოსავალს საგარეო პოლიტიკით ეძებენ, თუმცა ტრამპის ნაბიჯი საპირისპირო შედეგს გამოიღებს“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და მასთან რუსული დიზელის საწვავის შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბაზრებისთვის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.

მსგავსი