ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი უინსტონ ჩერჩილს შეადარა
ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი უინსტონ ჩერჩილს შეადარა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ პოლიტიკურ კუმირს, უინსტონ ჩერჩილს შეადარა. ჯონსონის თქმით, ზელენსკი საკუთარი ხალხის ხმად იქცა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარი ერის შესანიშნავი ლიდერი აღმოჩნდა. გააერთიანა ერი და მის ხმად იქცა. მან იცის, როგორც ჩერჩილი ამბობდა საკუთარ თავზე, შესაძლოა, ლომი არ იყოს, მაგრამ ღრიალის პრივილეგია აქვს. უკრაინელი ხალხია ლომი და ის აჩვენებს ნებას და დაუმორჩილებლობის განცდას“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მალე შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის.

როგორც მედია წერს, გასულ კვირას ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბორის ჯონსონს კიევში სურს ჩასვლა, თუმცა საომარი მოქმედებების გამო, მისი უსაფრთხოების გუნდი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება.