ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით მიიწვია
ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით მიიწვია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთში მიიწვია სახელმწიფო ვიზიტით. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ჯონსონმა გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ჯონსონის თქმით, მისთვის დიდი პატივი იქნება, მიიღოს უკრაინის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი შეძლებს ომით განადგურებული თავისი ქვეყნის გარკვეული დროით დატოვებას.

„ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასწია აბსოლუტურად შესანიშნავია სამუშაო, უხელმძღვანელა რა თავის ქვეყანას და ლიდერობა გაუწია გლობალურ რწმენას ამ საშინელ დროს“, – განაცხადა ჯონსონმა.

„ბიბისის“ ცნობით, მანამდე გამოცემა Sunday Times იტყობინებოდა, რომ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავს, სრული პროგრამით, მათ შორის დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრასაც.