ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უარი თქვა 
ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უარი თქვა 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, რა დროსაც მას ტრამპთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა ჯონსონმა უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ამჟამად დიდი ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. ამ წუთებში ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ხვდება, რომელმაც ეს თანამდებობა 7 ივნისს უნდა დატოვოს.

ლონდონში ჩასვლამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ შეაქო ბორის ჯონსონი და განაცხდა, რომ ლონდონის ყოფილი მერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში „კარგ სამუშაოს შეასრულებს“.