ბორის ჯონსონის განცხადებით, უსაფრთხოების პაქტის გაფორმება გლობალური უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია
ბორის ჯონსონის განცხადებით, უსაფრთხოების პაქტის გაფორმება გლობალური უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უსაფრთხოების პაქტთან დაკავშირებით მოუწოდებს, თავი ხელში აიყვანოს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბორის ჯონსონის თქმით, ეს შეთანხმება გლობალური უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, სადაც სამი თანამოაზრე ქვეყანა, ერთმანეთის მხარდამხარ ახალ პარტნიორობას ქმნის და ტექნოლოგიებს უზიარებს.

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ინდო-წყნარ ოკეანეში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ე.წ. უსაფრთხოების პაქტი გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, ავსტრალიას წვდომა ექნება ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიებთან.