ბორის ჯონსონის განცხადებით, უახლოეს მომავალში ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება
ბორის ჯონსონის განცხადებით, უახლოეს მომავალში ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ის უახლოეს მომავალში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ჯონსონმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატებმა პრემიერს კითხვით მიმართეს, რას გააკეთებს ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინისადმი ნდობის აღსადგენად, რაზეც ბორის ჯონსონმა უპასუხა, რომ ძალიან მალე აიცრება და ეს ნამდვილად იქნება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.