ბორის ჯონსონი - ყველა ყოველთვის ამბობდა და ვლადიმერ პუტინსაც განვუმარტეთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში ვერ შევა
ბორის ჯონსონი - ყველა ყოველთვის ამბობდა და ვლადიმერ პუტინსაც განვუმარტეთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში ვერ შევა

უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში ვერ შევა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აბუ დაბიში განაცხადა.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„კიდევ ერთხელ ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინ. რა თქმა უნდა, მესმის რასაც ის ამბობს ნატო-ს შესახებ და პოზიციის რეალისტურობასთან დაკავშირებით. ყველა ყოველთვის ამბობდა და ვლადიმერ პუტინსაც განვუმარტეთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში ვერ შევა“, – განაცხადა ჯონსონმა.