ბორის ჯონსონი - გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრიდან და ყირიმის მიტაცებიდან, არის ის, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების მიღება უფრო მეტი აგრესიის წახალისება იწვევს
ბორის ჯონსონი - გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრიდან და ყირიმის მიტაცებიდან, არის ის, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების მიღება უფრო მეტი აგრესიის წახალისება იწვევს

გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ რუსეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში შეჭრიდან და 2014 წელს ყირიმის მიტაცებიდან არის ის რომ, რუსეთის აგრესიული ქმედებების მიღება უფრო მეტი აგრესიის წახალისება იწვევს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ახლა უნდა ვიმოქმედოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს მოიცავს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, ასევე ნატო-ს არაწევრი ევროპული ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც კრემლის იმავე სცენარის ნაწილს წარმოადგენენ, როგორიც არის მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნები. ხოლო ისინი, ვინც მონაწილეობენ, ან ხელს უწყობენ რუსეთის აგრესიას, როგორიც არის ბელარუსი, დაუწესდებათ მაქსიმალური სანქციები“,- განაცხადა ჯონსონმა.