ბორის ჯონსონი – უკრაინაზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმებისთვის

20:56, 07.06.2022

უკრაინაზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ცუდი სამშვიდობო შეთანხმებები დიდხანს არ გრძელდება.

მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის კუთხით „წინა პლანზე დარჩება.“

„მსოფლიომ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი შედეგი, რომელმაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ პუტინის დაუსაბუთებელმა აგრესიამ შედეგი გამოიღო“, – თქვა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი