ბორის ჯონსონი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ შეცვალა ევროპული უსაფრთხოების ფორმულა, დასრულდა ეპოქა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ გრძელდებოდა
ბორის ჯონსონი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ შეცვალა ევროპული უსაფრთხოების ფორმულა, დასრულდა ეპოქა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ გრძელდებოდა

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით დასრულდა ეპოქა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ გრძელდებოდა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინეთის პრეზიდენტ საულ ნინისტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უკრაინაში ომის შემდეგ, ევროპაში ვითარება კარდინალურად შეიცვალა და შეცვალა ევროპული უსაფრთხოების ფორმულა.

„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ შეცვალა ევროპული უსაფრთხოების ფორმულა, შეცვალა ჩვენი რეალობა და ჩვენი მომავალი. გავხდით მოწმე „ცივი ომის“ შემდგომი ეპოქის დასრულების. უკრაინაზე თავდასხმამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ის, ახალი თავი გახსნა“, -განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, ბრიტანეთის ხელისფულება მზად არის ფინეთისა და შვედეთის მხარდასაჭერად კრიზისის ან თავდასხმის შემთხვევაში.

გაერთიანებულმა სამეფომ დღეს ფინეთსა და შვედეთთან ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას ურთიერთდახმარების, კერძოდ კი სამხედრო დახმარების შესახებ, საგარეო საფრთხის შემთხვევაში.