ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა
ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. „როიტერის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ყოფილი მეთაური ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა, სადაც არსებულ მდგომარეობას კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ოლექსი კულებასთან ერთად გაეცნო.

მედიის ინფორმაციით, ჯონსონი ასევე იმყოფებოდა ბუჩაში.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენჯერმე სტუმრობდა კიევს.