ბორის ჯონსონი - უკრაინა გაიმარჯვებს და იქნება თავისუფალი
ბორის ჯონსონი - უკრაინა გაიმარჯვებს და იქნება თავისუფალი

უკრაინა გაიმარჯვებს, იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პარლამენტში ონლაინ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

„ჩვენ დიდ ბრიტანეთში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა პასუხი აგოს ამ ომის დანაშაულებებზე და ამ გაურკვევლობის, შიშისა და ეჭვის ამჟამინდელ მომენტში, თქვენთვის ერთი გზავნილი მაქვს – უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება. ჩვენ თქვენს სხვა მეგობრებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას იარაღით, დაფინანსებით და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს გრძელვადიან მიზანს, ისე გამაგრდეს უკრაინა, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს თქვენზე თავდასხმა“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის სიტყვით გამოსვლისას, რადაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა.