ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს

16:47, 12.04.2020

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“, ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბორის ჯონსონი ლონდონში მდებარე წმ. თომას საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ზე მკურნალობდა. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული. „ბიბისი“ წერს, რომ ბორის ჯონსონი სამუშაოს დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდება.

მსგავსი