ბორის ჯონსონი - რუსეთი სერგეი სკრიპალის საქმეზე საერთაშორისო რეაქციას არასათანადოდ აფასებს
ბორის ჯონსონი - რუსეთი სერგეი სკრიპალის საქმეზე საერთაშორისო რეაქციას არასათანადოდ აფასებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთი სერგეი სკრიპალზე ქიმიური იარაღით თავდასხმაზე საერთაშორისო რეაქციას არასათანადოდ აფასებს.

როგორც ჯონსონმა ლონდონში ელჩებთან შეხვედრისას აღნიშნა, 27-მა ქვეყანამ უკვე გააძევა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები, მოსკოვი კი ბრალდებას კვლავაც უარყოფს.

„თუ რუსეთს მიაჩნდა, რომ ჩვენ იმდენად ვიყავით მორალურად დასუსტებულები, ქრონიკულ გაუბედაობაში რისკების მიმართ და იმდენად გვეშინოდა რუსეთის, რომ რეაგირებას ვერ გავბედავდით, ეს არის პასუხი მათთვის“, – განაცხადა ჯონსონმა.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ბრიტანეთის მხარდასაჭერად რუსი დიპლომატები კიდევ 30-მდე ქვეყნიდან გააძევეს.

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და სკრიპალების მოწამვლასთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს. რაც შეეხება დიპლომატების გაძევებას, კრემლმა პასუხად რუსეთიდან ზუსტად 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.