ბორის ჯონსონი - რუსეთი ცდილობს, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შექმნას გავლენის ახალი სფეროები, ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, უნდა ვიფიქროთ საქართველოსა და მოლდოვაზე
ბორის ჯონსონი - რუსეთი ცდილობს, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შექმნას გავლენის ახალი სფეროები, ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, უნდა ვიფიქროთ საქართველოსა და მოლდოვაზე

ძალიან კრიტიკული მომენტია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდით დგომა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ვართ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა.

„ახლა რაც ხდება, პუტინი, რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შექმნას გავლენის ახალი სფეროები. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომლის დაბრუნებაც რუსეთს ამ გავლენის სფეროში უნდა. საჭიროა ვიფიქროთ საქართველოსა და მოლდოვაზე. ძალიან კრიტიკული მომენტია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდით დგომა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა ვართ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.