ბორის ჯონსონი - პუტინი დონბასში ნელ, მაგრამ საგრძნობ პროგრესს აღწევს, შესაბამისად, უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა
ბორის ჯონსონი - პუტინი დონბასში ნელ, მაგრამ საგრძნობ პროგრესს აღწევს, შესაბამისად, უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონბასში ნელ, მაგრამ საგრძნობ პროგრესს აღწევს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვშიშობ, რომ პუტინი, თავისთვის და თავისი სამხედროებისთვის დიდ ფასად განაგრძობს მიწის თხრას დონბასში. ის განაგრძობს ეტაპობრივი, ნელი, თუმცა ვშიშობ, ხელშესახები პროგრესის მიღწევას და შესაბამისად, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა, სარაკეტო სისტემების ჩათვლით. ამასთან, მან კონფლიქტის დასრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება ეს დასრულდეს, არის პუტინის მიერ აღიარება, რომ უკრაინის დენაციფიკაცია მოხდა და მას შეუძლია გასვლა ღირსებით და პატივით“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს რუსეთის იდეას უკრაინაში ნაცისტების არსებობის შესახებ.

„ვფიქრობ, მას აქვს მანევრების პოლიტიკური ველი ამის დასასრულებლად“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.