ბორის ჯონსონი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
ბორის ჯონსონი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ეს ომის დაწყებიდან მისი მეორე ვიზიტია უკრაინაში.

ბორის ჯონსონი უკვე შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის. შესაბამის ვიდეოს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.

„ომის მრავალმა დღემ დაადასტურა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე და ურყევია. მოხარული ვარ, კვლავ ვიხილო ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი კიევში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.