ბორის ჯონსონი - კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელება ჩვენგან ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს
ბორის ჯონსონი - კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელება ჩვენგან ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას მოუწოდებს ახალ წელს სახლში შეხვდნენ, რადგან ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იმატებს.

მისი თქმით, ის რაც ქვეყანაშ ხდება, სერიოზულია.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. ვირუსის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელება ჩვენგან ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას მოითხოვს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ქვეყანაში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს.

„კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსის ახალი სახეობა 70 პროცენტით სწრაფად ვრცელდება.

ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 50 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.