ბორის ჯონსონი - კორონავირუსი ჯერ კიდევ აქ არის, ის კვლავ საშიშია
ბორის ჯონსონი - კორონავირუსი ჯერ კიდევ აქ არის, ის კვლავ საშიშია

„ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის და ის კვლავ საშიშია“ – ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლად დაიცვან ექიმების რეკომენდაციები.

„მინდა ყველას მივმართო, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ თქვენ ეს არ დაგემართებათ, რომ უკვდავი და დაუმარცხებელი ხართ და ნაწილობრივ ეს სიმართლეცა, თუ ახალგაზრდა ხართ, მაგრამ თუ ვირუსის მატარებელი ხართ, ხანდაზმულ ადამიანებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნით. ეს ვირუსი რომ დავამარცხოთ, ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის 309 456 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 43 314 ადამიანი.