ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება
ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. განცხადება ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში გაკეთდა.

გავრცელებული ინფორმაციით ის მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება, თუმცა ჟანგბადით უზრუნველყოფა დასჭირდა.

„ორშაბათს, საღამოს პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმების გუნდის გადაწყვეტილებით, ის საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბორის ჯონსონი მკურნალობის კურსს წმინდა ტომასის სახელობის კლინიკაში გადის.