ბორის ჯონსონი - დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება დიდი ალბათობით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იყო
ბორის ჯონსონი - დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება დიდი ალბათობით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იყო

დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვა პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებული.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

“ჩვენ რუსების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ის, რაც მოხდა, რუსოფობიას არ გამოიწვევს. ჩვენი პრეტენზიები კრემლისა და პუტინის, ასევე მისი  გადაწყვეტილების მისამართითაა.  მიგვაჩნია, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ტოქსინის გამოყენება დიდი ალბათობით მისი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.