ბორის ჯონსონი - დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მის არმიას რესურსები ეწურება
ბორის ჯონსონი - დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მის არმიას რესურსები ეწურება

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მის არმიას რესურსები ეწურება,- ამის შესახებ ევროპული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ვლადიმერ პუტინის ძალები უკრაინის დონბასის რეგიონში წინ მიიწევენ, თუმცა ეს მათ სამხედროების და შეიარაღების დიდ დანაკარგად უჯდებათ.

„ჩვენს სამხედრო სადაზვერვო სამსახურს სჯერა, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში რუსეთი შესაძლოა, მივიდეს იმ წერტილამდე, საიდანაც აღარ იქნება წინსვლა, რადგან მან თავისი რესურსები ამოწურა. მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დინამიკის უკუქცევაში. მე ამ არგუმენტს დავიცავ დიდი შვიდეული სამიტზე“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარე კვირის ბოლოს გერმანიაში გაიმართება.

შეკითხვაზე, რა იქნება უკრაინისთვის გამარჯვება ან ვლადიმერ პუტინისთვის დამარცხება, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს იქნება სულ მცირე სტატუს კვოს აღდგენა, რომელიც 24 თებერვლამდე იყო.