ბორის ჯონსონი - ჩვენს გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთი მომწამვლელ ნივთიერებებს აგროვებს
ბორის ჯონსონი - ჩვენს გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთი მომწამვლელ ნივთიერებებს აგროვებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლონდონს აქვს მტკიცებულებები, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებებს ამზადებდა და ასევე ამ ქიმიური ნივთიერებებს იმარაგებდა. ეს განცხადება ბორის ჯონსონმა „ბი-ბი-სი“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთის უშიშროების საბჭო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ, რომელთა მიღებასაც ბრიტანეთის მთავრობა მოსკოვის მიერ ბრიტანელი დიპლომატების გაძევების გამო აპირებს.

„ჩვენ თანმიმდევრულად ვიკავებდით და ახლაც ვიკავებთ ძლიერ და პრინციპულ პოზიციას კრემლის მიმართ და ფართო საერთაშორისო მხარდაჭერაც მივიღეთ. დღეს რუსეთი მარტო დარჩა, ის სრულად იზოლირებულია. ეს ფაქტი ყველაზე კარგად აჩვენებს განსხვავებას ბრიტანეთსა და პუტინს შორის. ჩვენ გვყავს მეგობრები, პუტინს კი არა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორშაბათს ლონდონში ჩავლენ ქიმიური იარაღის საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას წარმოადგენენ. ისინი სოლსბერიში მოწამლული ყოფილი რუსი მზვერავისა და მისი ქალიშვილის საქმის გამოძიებას გაეცნობიან და ნერვულ-პარალიტიკური შხამის ნიმუშებს შეისწავლიან. კვლევის შედეგები ორ კვირაში გახდება ცნობილი.