ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რასიზმის გამოსავლენად სამთავრობო კომისია იმუშავებს
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რასიზმის გამოსავლენად სამთავრობო კომისია იმუშავებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რასიზმის გამოსავლენად სამთავრობო კომისია იმუშავებს. ეს განცხადება ბორის ჯონსონმა ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობა ვერ დახუჭავს თვალს და ვერ მოახდენს იმ ათი ათასობით ადამიანის გრძნობების იგნორირებას, რომლებმაც აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, დემონსტრაციები არაერთ ბრიტანულ ქალაქში გამართეს.

„ჩვენ უნდა შევხედოთ დისკრიმინაციის შემთხვევებს განათლების, ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების სისტემებში, ჩვენ უნდა შევისწავლოთ როგორ მოქმედებს ეს შავკანიან და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.