ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, გაუქმებული შეზღუდვები აღადგინოს
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, გაუქმებული შეზღუდვები აღადგინოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში „დაამუხრუჭოს“ და გაუქმებული შეზღუდვები აღადგინოს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ჯონსონმა მთავრობის განაცხადა.

როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, 4 ივლისიდან მოქალაქეები ერთმანეთთან შეხვედრას შეძლებენ, იქნება ეს სახლები თუ რესტორნები, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ სავალდებულო რჩება.

„ჩვენ ეს ცვლილებები შევძელით, რადგან ერთიანობა შევინარჩუნეთ და ჩვენ გზაზე მტკიცედ ვიდექით“, -განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა ჯერ დასრულებიდან შორსაა, რადგან „კოვიდ-19“ არის „საძაგელი ვირუსი“.

„არ ვიყოყმანებ დამუხრუჭებაზე და ამ ცვლილებების გადახედვაზე ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე, საჭიროების შესაბამისად“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მოსახლეობას შეუძლია, თავიდან აიცილოს შეზღუდვების კვლავ დაწესება, თუ სიფრთხილეს კვლავ გამოიჩენს და ყველაფერს გააკეთებს ვირუსის კონტროლისთვის.

4 ივლისიდან ბრიტანეთში რესტორნები და პაბები გაიხსნება. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასევე შემსუბუქდება სილამაზის სალონებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, ღია სავარჯიშო დარბაზებსა და სათამაშო მოედნებზე. შეზღუდვები ძალაში რჩება ღამის კლუბებთან, დახურულ სავარჯიშო დარბაზებთან და საცურაო აუზებთან მიმართებაში.

ასევე, აკრძალული იქნება თეატრალური წარმოდგენებისა და კონცერტების გამართვა. ამასთან, ახლა უკვე ორზე მეტი ოჯახის წევრებს შეუძლიათ, შეხვდნენ შიდა სივრცეში დისტანციის დაცვით. სხვადასხვა ოჯახის ექვსი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია, შეხვდეს გარე სივრცეში.

ღვთისმსახურების ადგილები კვლავ გაიხსნება ლოცვისთვის, მათ შორის ქორწილებისთვის, მაქსიმუმ 30 ადამიანის დასწრებით.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ორმეტრიანი სოციალური დისტანცირების წესი იცვლება და დისტანციის ერთი მეტრით დაცვა იქნება სავალდებულო.