ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი დემონსტრანტებს კაპიტოლიუმის შტურმისკენ აქეზებდა, რაც არასწორი იყო
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი დემონსტრანტებს კაპიტოლიუმის შტურმისკენ აქეზებდა, რაც არასწორი იყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი დემონსტრანტებს კაპიტოლიუმის შტურმისკენ აქეზებდა, რაც არასწორი იყო.

„ვინაიდან ის აქეზებდა ადამიანებს კაპიტოლიუმის შტურმისკენ და ვინაიდან პრეზიდენტი მუდმივად ეჭვქვეშ აყენებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს, მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია”, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის ლიდერის თქმით, ის მოხარულია, რომ აშშ-ში საბოლოოდ დემოკრატიამ იზეიმა და არჩეული პრეზიდენტი თანამდებობაზე დაამტკიცეს.

„მოხარული ვარ, რომ არჩეული პრეზიდენტი ახლა თანამდებობაზე შესაბამისად დაამტკიცეს და რომ დემოკრატიამ იზეიმა”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.