ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარებაა საჭირო

17:50, 24.09.2019

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარებაა საჭირო.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ეს განცხადება ბორის ჯონსონმა ნიუ იორკში გააკეთა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეას ესწრება.

ჯერ უცნობია, შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დატოვებს თუ არა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ვადაზე ადრე.

მსგავსი