„ბორდოს“ მწვრთნელი დავითაშვილის გოლზე - ეს კარგის ნიშანია #1TVSPORT
„ბორდოს“ მწვრთნელი დავითაშვილის გოლზე - ეს კარგის ნიშანია #1TVSPORT

დიჟონთან“ ლიგა 2-ის მე-9 ტურში ბოლო წუთებზე მოგებული შეხვედრა „ბორდოს“ მწვრთნელმა დევიდ გიონმა შეაფასა და ზურიკო დავითაშვილის ინდივიდუალიზმი და გოლი გამოარჩია, რომელმაც თავი სადებიუტო შეხვედრაში გამოიჩინა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

„მიმაჩნია, რომ „ბორდოს“ ეს გამარჯვება (2:1) და ანგარიში თამაშის რეალობას სულაც არ ასახავს. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში ჩემი გუნდის თამაშით და ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ.

პირველი ტაიმი მართლაც მშვენივრად ჩავატარეთ, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ მეტოქე ბევრჯერ გადარჩა და ძალიან იმედგაცრუებულები დავრჩით, რადგან შესვენებამდე მხოლოდ მინიმალური ანგარიშით დავწინაურდით.

მეორე ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, ისევ ძალიან რეალური საგოლე მომენტები შევქმენით და მეტოქეს არ ვასვენებდით. მაგრამ ასეთი უპირატესობის შემდეგ „დიჟონმა“ მოახერხა და მატჩის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე, ანგარიში გაათანაბრა. არადა, მანამდე საერთოდ საფრთხეს არ გვიქმნიდნენ. კარგად შეთამაშებული გუნდია.

ამის შემდეგ გუნდმა ნამდვილად გამოიჩინა ინდივიდუალიზმი გოლის გასატანად და ვფიქრობ, დავითაშვილმა ნამდვილად ძალიან კარგი გოლი გაიტანა. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდა ქართველი არ აკანკალებულა და ისე გაიტანა – ეს სასიხარულო ნიშანია. დღეს ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ“, – განაცხადა დევიდ გიონმა.