„ბორდომ“ ვალების გამო შეიძლება არსებობა შეწყვიტოს #1TVSPORT
„ბორდომ“ ვალების გამო შეიძლება არსებობა შეწყვიტოს #1TVSPORT

საფრანგეთის ექვსგზის ჩემპიონმა „ბორდომ“, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტგამოცემა Foot Mercato.

ფრანგულმა კლუბმა მცირე დროში უნდა იშოვოს 40 მილიონი ევრო, რათა ვალები გაისტუმროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟირონდინელებმა შეიძლება განაცხადი შეიტანონ გაკოტრებასა და ლიკვიდაციაზე.

„ბორდოს“ ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკულ ჯგუფ Fenway Sports Group-თან, რომელიც „ლივერპულს“ ფლობს, მაგრამ გარიგება არ შედგა.

2023-24 წლების სეზონში „ბორდომ“ ლიგა 2-ში მე-12 ადგილი დაიკავა.