„ბორდომ“ მოგება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა - დავითაშვილმა და მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT
„ბორდომ“ მოგება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა - დავითაშვილმა და მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

ზუკა დავითაშვილმა მორიგი მატჩი გამართა „ბორდოში“, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურის გასვლით მატჩში „ბასტიას“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა 1:1.

ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ კლუბს იოლად შეეწყო და პირველივე მატჩიდან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. ამჯერადაც „ჯვაროსნების“ 21 წლის ფეხბურთელი სასტარტო თერთმეტეულში იყო და 84 წუთი ითამაშა.

ბორდომ“ 82-ე წუთზე ანგარიში მისი წამოწყებული შეტევის შემდეგ გახსნა. დავითაშვილის გადაცემა მასპინძელთა მცველმა ჩაჭრა და მარცხენა ფლანგიდან დაინიშნა კუთხური, რომლის შესრულების შემდეგ უკრაინელმა დანილო იგნატენკომ ზუსტი თავური დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

მაგრამ „ბორდომ“ მიზანს ვერ მიაღწია – 90+4-ე წუთზე მისი კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ვან დენ კერხოფმა უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ამავე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საკუთარ მოედანზე „სოშოს“ შეხვდა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

დაკარგული ქულების მიუხედავად, „ბორდო“ 12 ტურის შემდეგ მოპოვებული 24 ქულით ლიგა 2-ის ლიდერია და კონკურენტ „ლე ავრს“ (23) მინიმალური უპირატესობით ასწრებს. „მეცი“ (15) კი მე-11 პოზიციაზეა.