„ბორდომ“ „კლერმონი“ ბოლო წუთზე დადებული ლელოთი დაამარცხა - რაკას ბოჭვამ არ გაამართლა [ვიდეო]
„ბორდომ“ „კლერმონი“ ბოლო წუთზე დადებული ლელოთი დაამარცხა - რაკას ბოჭვამ არ გაამართლა [ვიდეო]

„კლერმონის“ გარემარბმა ალივერეტი რაკამ „ბორდოს“ წინააღმდეგ გამართული „ტოპ 14“-ის მე-15 ტურის შეხვედრის ბოლო წამებზე მაღალი ბოჭვა შეასრულა, თუმცა ნათალიენ ჰულეუს შეჩერება მაინც ვერ მოახერხა და „ბორდომ“ მეტოქე დრამატულ მატჩში, ანგარიშით 37:36 დაამარცხა.

საფრანგეთის ნაკრების გარემარბმა ბოლომდე სცადა მეტოქის შებოჭვა და პროცესში თამაშის წესები ისე დაარღვია, რომ ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, მაგრამ ჰულეუმ საოცარი სარაგბო უნარები გამოავლინა და აუტის ხაზთან შეხებამდე ბურთის დამიწება მოახერხა.

„ბორდოს“, რომელსაც ბექა გორგაძე ტრავმის გამო აკლდა, 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს. „კლერმონი“ 41 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.