„ბორდო“ დავითაშვილს მადლობას უხდის - უნაკლო მენტალიტეტის მოთამაშეა და კიდევ უფრო მეტად წინსვლა შეუძლია [ვიდეო] #1TVSPORT
„ბორდო“ დავითაშვილს მადლობას უხდის - უნაკლო მენტალიტეტის მოთამაშეა და კიდევ უფრო მეტად წინსვლა შეუძლია [ვიდეო] #1TVSPORT

„71 მატჩში 14 გოლით და 12 პასით ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ კარგ სახელს ტოვებს. გმადლობთ ყველაფრისთვის, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში“, – ასე დაემშვიდობა „ბორდო“ ქართველ ფეხბურთელს და კლუბში მისი გატანილი გოლების ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა.

„ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ მიდის

„Ბორდო“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე „სენტ-ეტიენს“ შეუთანხმდა და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში!

ზურიკო დავითაშვილი „დინამო თბილისში“ ვარჯიშობდა. 16 წელი რომ შეუსრულდა, თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა. მისმა კარგმა თამაშებმა რუსული კლუბების ინტერესი მიიპყრო. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა.

ამ თამაშებით მიიქცია „ბორდოს“ ყურადღება და პირველი სეზონიდან თავისი საუკეთესო თვისებები აჩვენა. დრიბლინგების მოყვარულმა მოთამაშემ 32 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ბოლო სეზონში – 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა. ამით „ბორდოს“ სეზონის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

ჩვენი ყოფილი 30 ნომერი საქართველოს ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს და ისტორიული ევროს მონაწილე გახდა, სადაც მერვედფინალში ესპანეთთან (4:1) დამარცხდნენ. ევრო 2024-ის შემდეგ მას ანგარიშზე „ჯვაროსნებში“ ჩატარებული 39 მატჩი, 6 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

ზურიკო ახლა ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენის“ მაისურით ითამაშებს. ის „ბორდოს“ 71 მატჩში 14 გოლით და 12 საგოლე გადაცემით ტოვებს. უნაკლო მენტალიტეტის მქონე მოთამაშეს კიდევ უფრო მეტი წინსვლა შეუძლია. ის ძალიან კარგ მოგონებებს დატოვებს „ბორდოში“ და მომავალ კარიერაში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ – ნახვამდის და მადლობა, ზუკა“, – წერს „ბორდოს“ ვებგვერდი.