ბონდო მძინარაშვილი - ეს არავითარი ანტისაოკუპაციო აქცია არ არის, თუ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, მუდმივად ტყუილში დავრჩებით
ბონდო მძინარაშვილი - ეს არავითარი ანტისაოკუპაციო აქცია არ არის, თუ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, მუდმივად ტყუილში დავრჩებით

ჩვენ მათ ამ აქციის ანტისაოკუპაციო აქციად შეფუთვაში ვეხმარებით, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სინამდვილეში, ეს არავითარი ანტისაოკუპაციო აქცია არ არის. მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ არის ანტისაოკუპაციო აქცია. თუ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, მუდმივად ტყუილში დავრჩებით. ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული აქციაა და ამ პროცესში მათ აქტიურად ჩართეს თავიანთი შვილები. შემდგომ, ჩართული არიან მათი შვილების მეგობრები და ა.შ. მე ყოველთვის სიმართლის თქმა მიყვარს და პირდაპირ ვიტყვი – იქ, საღამოს შვიდ საათზე სამსახურში დადიოდნენ ბოკერია-რამიშვილი- ჩერგოლეიშვილის მიერ დაფინანსებული NGO-ების თანამშრომლები და „რუსთავი 2“-ის სტაჟიორები, თუ პრაქტიკანტები. თვალები რა, მიხატული კი არ მაქვს?! ყველას ჩემი თვალით ვხედავდი. ვიცი, ვინ ვისი შვილია და ყველას ვიცნობ “, – განაცხადა მძინარაშვილმა

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გამოცდილება მიიღო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა აქციებიდან და ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებიდან, ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საზოგადოება ძალიან გაიზარდა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რით განსხვავდება და სად ან რაში ხედავს თანხვედრას ქართულ და ევროპულ აქციებს შორის, ბონდო მძინარაშვილმა აღნიშნა, რომ მაგალითად, როცა ფრანგი პოლიტიკოსები არჩევნებში მონაწილეობენ, საფრანგეთის უკეთესად მოწყობაზე ფიქრობენ, საქართველოში კი – ცხოვრების უკეთესად მოწყობაზე.

„განსხვავება ეს არის. საფრანგეთში, აშშ-ში, ბრიტანეთში და სხვაგან აქციები იმისთვის კი არ იმართება, რომ იმათი გახარია გადადგეს?! იქ ასეთი აქციები არ იმართება. იქ ადამიანები იდეებისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძვიან, ჩვენთან კი ხელისუფლების დამხობისთვის, რომ თვითონ მოვიდნენ და უკეთესად იცხოვრონ“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

დატოვე კომენტარი