ბომბარდირი მეკარე - ფუტსალის ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე #1TVSPORT
ბომბარდირი მეკარე - ფუტსალის ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე #1TVSPORT

ზვიად კუპატაძეს 42 წელი შეუსრულდა. მიუხედავად ასაკისა, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გუნდის სული, გული და საკვანძო მოთამაშეა.

რუსეთის ჩემპიონატში დებიუტამდე კუპატაძე ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებში თამაშობდა. საქართველოს „იბერია-2002-ის“ შემადგენლობაში უეფა-ს ფუტსალის თასზე რამდენიმე მატჩი ჩაატარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზვიადი გადავიდა რუსულ კლუბ „ტიუმენში“, სადაც მთავარი მეკარე მალევე გახდა. 2004 წლის ზაფხულში ფუტსალის გუნდ იუგორსკისიავაში“ აღმოჩნდა.

იუგორსკის კლუბში გატარებული წლების განმავლობაში კუპატაძემ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, სამჯერ გახდა სუპერლიგის ვერცხლის მედალოსანი, ორჯერ მოიგო რუსეთის ჩემპიონატი, ოთხჯერ – რუსეთის თასი, ხოლო 2016 წელს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

კუპატაძე წლების განმავლობაში თამაშობს საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებში, არის მისი კაპიტანი. 2006 წელს, იმისთვის, რომ ლეგიონერების ლიმიტი არ შეხებოდა, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. მაგრამ როდესაც საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა, ქვეყნის მოქალაქეობა დაიბრუნა.

ბევრისთვის უცნობია, რომ ზვიად კუპატაძე იყო საქართველოს 16 და 18 წლამდელთა ნაკრებების წვერი კლასიკურ ფეხბურთში, იყო თბილისის „დინამოს“ სარეზერვო გუნდის მეკარე, ფუტსალში რუსეთის ჩემპიონატში ჩატარებული აქვს 400 მეტი შეხვედრა და გატანილი აქვს 23 გოლი.

ამ მხრივ მეკარეებს შორის რუსეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, რუსეთის თასზე გაიტანა 3 გოლი, ჩემპიონთა ლიგაზე – 7, საქართველოს ნაკრებში 50-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 5 ბურთი. 2022 წელს საქართველოს ნაკრების ფორმით ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

ზვიად კუპატაძე

დაიბადა: 1979 წლის 25 ოქტომბერს (42 წლის)

საქართველოს მოქალაქე

სიმაღლე: 172 სმ წონა 77 კგ

პოზიცია: მეკარე

საკლუბო კარიერა (ფუტსალი)

2001-2002 აზერსელი

2002 იბერია

2002-2004 ტიუმენი

2004-დღემდე იუგრა​

მიღწევები

რუსეთის ჩემპიონი (2): 20115, 2018

რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (5): 2008, 2013, 2014, 2016, 2020

რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (4): 2007, 2009, 2012, 2017

რუსეთის თასის მფლობელი (5): 2012, 2016, 2018, 2019, 2021

უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1): 2016

თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1): 2012

დატოვე კომენტარი