ბოლქვაძემ და აბულაძემ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ბოლქვაძემ და აბულაძემ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) და ოთარ აბულაძემ (72 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობა საქართელოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა.

30 ოქტომბერს არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ გამოსვლას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

61 კგ – გიორგი ღონიაშვილი

70 კგ – აკაკი ქემერტელიძე

79 კგ – ავთანდილ კენჭაძე

92 კგ – მირიან მაისურაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე

მწვრთნელები: დავით ხურცია, დავით ოთიაშვილი

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება; ნახევარფინალები – 19:45 საათიდან.